იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13 პროცენტით გაიზარდა და 84 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 88 პროცენტი 8 ქვეყანაზე მოდიოდა. 2012 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 140.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.0 მლნ აშშ დოლარით (16.7 მლნ ლარით), 13.4 პროცენტით მეტია 2011 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2012 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.8 მლნ აშშ დოლარი (11.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. 2011 წლის იანვარსი ეს მაჩვენებელი 9.2 მლნ აშშ დოლარს (16.6 მლნ ლარი) შეადგენდა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდეგ საბერძნეთი, იტალია, აშშ და უკრაინა. ამ ქვეყნებს ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ჩამორჩებოან: ესპანეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.