საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილების თანახმად, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, საქართველოში 15 თებერვლიდან ბრუნვაში შემოვიდა 50-ლარიანი კუპიურის ახალი ბანკნოტები.
2011 წლის გამოშვების ახალი ბანკნოტი ვიზუალურად ძველი, 2008 წელს გამოშვებული 50– ლარიანის მსგავსია. საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებაში ნათქვამია, რომ ”50– ლარიანი ნომინალის ბანკნოტებთან ერთად ბრუნვაში დარჩება ძველ ბანკნოტებიც. ახალი და ძველი 50– ლარიანები შეუფერხებლად იქნება ბრუნვაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”.




