„პროგრეს ბანკის“ საწესდებო კაპიტალი 2’494’500 ლარით გაიზარდა და 17’474’500 ლარი შეადგინა, რითაც ბიძინა ივანიშვილმა „პროგრეს ბანკში“ თავისი წილი 21, 71%–ამდე გაზარდა.

ამ დრომდე ივანიშვილი ბანკის 8.67%-ს ფლობდა, ხოლო 91,33% “კალა კაპიტალის” მფლობელობაში რჩებოდა, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე კახა კალაძეა.

„პროგრეს ბანკის“ საწესდებო კაპიტალი სამი თვის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა, 2011 წლის 24 ნოემბერს – 1’300’000–ლარით და 2012 წლის 14 თებერვალს – 2’494’500–ლარით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *