“ნაბუკოს” პროექტში, რომლის მიხედვითაც კასპიის რეგიონიდან ახლო აღმოსავლეთის და ევროკავშირის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს, შესაძლოა, ახალი პარტნიორი გაჩნდეს. ამის შესახებ სტამბულში მიმდინარე შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბულგარეთის ვიცე–პრემიერი სემიონ დანკოვი და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი ესწრებოდნენ.
საინფორმაციო სააგენტო “ანკარას” ცნობით, ამის შესახებ განცხადება თანერ ილდიზმა გააკეთა: “ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიც ნაბუკოა, დროდადრო ხვდება სირთულეებს, მთავარია, სირთულეები გადავლახოთ და პროექტის განხორციელება დავიწყოთ”.
“ნაბუკოს” გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2013 წელს არის დაგეგმილი. გაზის პირველი ნაკადი გაზსადენში 2017 წელს გაივლის. გაზსადენის მაქსიმალური გამტარობა 3 900 კილომეტრზე 31 მილიარდი კუბური გაზი იქნება. პროექტის აქციონერები არიან: ავსტრიული, უნგრული კონცერნები, ბულგარეთის ენერგოჰოლდინგი, რუმინული “ტრანსგაზი”, თურქული “ბოტას”-ი, და გერმანული ენერგოკომპანია.
“ნაბუკოს” მთავარი წყარო “შაჰდენიზის გაზის საბადო” იქნება. 2011 წლის ოქტომბერში “გაზსადენის სამხრეთ კორიდორის” ფარგლებში პროექტი განსახილველად აზერბაიჯანს გადასცა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, პროექტი განხილვის სტადიაშია.




