ევროზონის ლიდერმა ქვეყნებმა საბერძნეთისათვის ფინანასური დახმარების საკითხის განხილვა გადადეს. ევროზონის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ოფიციალურ ათენს ეკონომიკაში მკაცრი ზომების განხორციელების შესახებ შესაბამისი გეგმა ჯერ არ წარმოუდგენია. საბერძნეთმა სახელმწიფო ხარჯები კიდევ 325 მილიონი ევროთი უნდა შეამციროს.
ევროზონის ფორუმის ხელმძღვანელმა, ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ დღეს ბრუსელში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო და მის ნაცვლად სატელეფონო კონფერენცია შედგება.
მისი თქმით, საბერძნეთთან ტექნიკური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. “როიტერის” ინფორმაციით, საბერძნეთის ოპოზიციური პარტიები მთავრობის გადაწყვეტილებას ხარჯების შემცირების შესახებ მხარს არ უჭერენ.
ბრიუსელის შეხვედრაზე საბერძნეთისთვის ფინანასური დახმარების საკითხის განსახილველად ევროზონის 17 ქვეყნის ფინანასთა მინისტრი უნდა შეკრებილიყო. შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მარიო დარგი და ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში ოლლი რენი.
ათენში, ბი-ბი-სის კორესპონდენტის ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიუსელის სამიტი გადაიდო.




