საკრედიტო სააგენტო Moody’s-მა ევროპის ქვეყნების ახალი საკრედიტო რეიტინგები გამოაქვეყნა. ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგი არ შეიცვალა, თუმცა ნეგატიური ტენდენციები გამოიკვეთა.
Moody’s -მა საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა იტალიას, ესპანეთს და პორტუგალიას. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნების ეკონიმიკა შეიცავს ფინანსურ და მაკროეკონომიკურ რისკებს, რაც ევროზონის კრიზისით არის გამოწვეული.
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა Moody’s -ის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ ბრიტნეთის მთავარ პრობლემად რჩება შიდა ვალი, რასაც ქვეყანა ვერაფერს ვერ უხერხებს.
ბი-ბი-სი-ს ანალიტიკოსების შეფასებით, არსებობს 30 –პროცენტიანი ალბათობა იმისა, რომ – Moody’s -ი ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგს, სავარაუდოდ, ექვსი თვის შემდეგ შეამცირებს.




