ეკონომიკა

საბერძნეთის პარლამენტმა ნავთობი გააძვირა

14 თებერვალი, 2012 •
საბერძნეთის პარლამენტმა ნავთობი გააძვირა

შავ ოქროზე ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც საბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიკის გადასარჩენად მკაცრი ზომების ამოქმედებას მხარი დაუჭირა. “ბრენტის” მარკის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე  0,82 დოლარიდან 118,13 დოლარამდე გაძვირდა. ხოლო ნედლი ნავთობის ფასი 0.95 დოლარიდან 99,62 დოლარამდე გაიზარდა.

“როიტერის” ცნობით, ნავთობის ფასი ნახევარი წლის წინ დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. მაშინ მაღალი ფასი დოლარის 0,5-პროცენტიანმა დაცემამ, აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკების მაჩვენებლების გაუმჯობესებამ განაპირობა. დაძაბულობა ირანსა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის, საომარი მოქმედებები სირიაში ინვესტორებს აიძულებს, რომ გაწეულ რისკზე პრემია გადაიხადონ.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ევროპაში ეკონომიკის ზრდა თითქმის ნულოვანი იქნება. აშშ-ის ეკონომიკის აღდგენა, ინდოეთსა და ჩინეთში საწვავზე მზარდი მოთხოვნა ნავთობზე მაღალ ფასს შეინარჩუნებს. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ომი სირიაში და ირანიდან “შავ ოქროზე” მოწოდების შემცირება ნავთობზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა მალე ატომური პროგრამის პროგრესზე განაცხადს გააკეთებს.

“ქვეყანა მთელი მსოფლიოს წინაშე ატომურ სფეროში მიღწეული წარმატებების დემონსტრირებას განახორციელებს. რაც, ჩემი აზრით, რეგიონში ნავთობზე ფასების ზრდას გაამყარებს, მაშინაც კი, თუ იქ დაძაბულობა გაიზრდება”- ამბობს მაჰმუდ ახმადინეჯადი.

იაპონიამ, რომელიც ნავთობის მოხმარების კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, 2011 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოხმარება შეამცირა. იაპონიამ მხარი დაუჭირა სართაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოს, რომელიც 2012 წელს ნავთობის მოხმარების შემცირებას პროგნოზირებდა. ნავთობზე დაბალი ფასის  შენარჩუნებას მხარი დაუჭირა ჩინეთის პრემიერ–მინისტრმა ვენია ცზიაბომ. მან განაცხადა, რომ ქვეყანა ეკონომიკის კორექტირებას 2012 წლის პირველ კვარტალში მოახდენს. გასულ კვირას ჩინეთმა ნავთობის იმპორტის ზრდაზე განაცხადი გააკეთა. ჩინეთმა 2012 წლის იანვარში ქვეყანაში ნავთობის იმპორტი ერთი მესამედით გაზარდა, რაც დაკვირების ისტორიის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი