ეკონომიკა

აქტივობა ბინების მეორად ბაზარზე

13 თებერვალი, 2012 •
აქტივობა ბინების მეორად ბაზარზე

BPI.ge (ჯორჯიან ენდ ბიზნეს კაპიტალი)  თბილისის უბნების რეიტინგს აქვეყნებს.  ორგანიზაციამ  gancxadebebi.ge მეორად საცხოვრებელ ბინებზე ფასების მიხედვით კვლევა ვებ–გვერდებზე – saqme.ge და place.ge – 1–6 თებერვალს განთავსებული განცხადებების საფუძველზე გაკეთდა.

სულ თბილისის 20–მდე უბანი იქნა გამოკვლეული და ობიექტად 2–ოთახიანი ბინა იქნა შერჩეული. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში 2-ოთახიანი ბინების სიძვირით პირველ ადგილს იკავებს ვაკის უბანი, სადაც ბინის ფასი ერთ კვ.მ-ზე საშუალოდ 1015$-ია.

მეორე ადგილზეა საბურთალო 951$ -ით, მესამე ადგილი შესაბამისად მთაწმინდა -სოლოლაკმა დაიკავა 932$-ით. დანარჩენი უბნების საერთო სურათი 2-ოთახიანი ბინების სიძვირის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ჩუღურეთი-840$ (1კვ.მ), ვერა- 810$ (1კვ.მ), დიდუბე -796$ (1კვ.მ), დიღმის მასივი – 794$ (1კვ.მ), ავლაბარი – 678$ (1კვ.მ), ნაძალადევი – 638$ (1კვ.მ), ისანი – 672$ (1კვ.მ), დიდი დიღომი – 621$ (1კვ.მ), ორთაჭალა, კრწანისი- 598$ (1კვ.მ), ვარკეთილი – 562$ (1კვ.მ), ვაზისუბანი – 551$ (1კვ.მ).

2-ოთახიანი ბინების ფასი 1 კვ.მ-ზე შედარებით იაფია თბილისის გარეუბნებში. მაგალითად, თემქაზე 1კვ.მ-ის ფასი 550$-ია, სამგორში-478$, ხოლო ბოლო ადგილი დაიკავა გლდანი– გლდანულას უბნებმა-473$-ით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილმდებარეობის გარდა ბინების სიძვირეზე სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, მაგალითად, როგორიცაა: მისი შიდა მდგომარეობა(რემონტი), სტატუსი (ძველი აშენებული,ახალი აშენებული, მშენებარე).

უძრავი ქონების მოთამაშეების შეფასებით, ძირითადი აქტივობა კვლავ მეორად ბაზარზე რჩება. 2012 წლის იანვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82,3%-ი მეორად ბაზარზე მოდის, პირველად ტრანზაქციებს მხოლოდ 17,7%-იანი წილი უჭირავს. 2012 წლის იანვარში საჯარო რეესტრის სააგენტოში 5 747 პირველადი სარეგისტრაციო ჩანაწერი გაკეთდა, რაც დეკემბრის მაჩვენებელს 35,4%-ით ჩამორჩება, თუმცა 2011 წლის იანვართან შედარებით 10,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მეორადი ტრანზაქციების რაოდენობამ კი 26 703 ერთეული შეადგინა, რაც 2011 წლის იანვარის მონაცემებს 17,7%-ით აღემატება, თუმცა 32,3%-ით ნაკლებია დეკემბერთან შედარებით. სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (2007 წლის დეკემბერი=100) კი, პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0,618 და 1,230 დონეებზე დაფიქსირდა. საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობით, 2012 წლის იანვარში სულ 32 450 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი