ეკონომიკა

Kodak–ი ფოტოკამერების ბაზარს ტოვებს

13 თებერვალი, 2012 • 1396
Kodak–ი  ფოტოკამერების ბაზარს ტოვებს

კომპანია  Eastman Kodak–ის საქმიანობის ისტორია ციფრული ფოტოკამერების ბაზარზე  133 წელს ითვლის.  კომპანიის მენეჯმენტი უპირატესობას ფოტოების ბეჭვდას და პრინტერების წარმოებას ანიჭებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიის სახსრებს  ერთი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარით დაზოგავს.

ამ გადაწყვეტილების პარალელურად, Eastman Kodak–ს კრედიტორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს, რაც პროცედურის თანახმად, პირველი ნაბიჯია ბანკროტობისკენ.  Eastman Kodak–ის მენეჯმენტი ღიად აცხადებს, რომ კომპანიას პრობლემები აქვს „ცოცხალი ფულის“ ბრუნვაში. კომპანია მძაფრ კონკურენციაში შევიდა მობილური ტელეფონების მწარმოებლებთან, რადგან ბოლო დროს გამოშვებული ტელეფონები მათ უფრო სრულყოფილი კამერებით აღჭურვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი