ეკონომიკა

მანდელა სამხეთ აფრიკის ბანკნოტებზე

13 თებერვალი, 2012 • 1149
მანდელა სამხეთ აფრიკის ბანკნოტებზე

სამხრეთ აფრიკის ფულის ახალ ბანკნოტებზე ნელსონ მანდეალს პორტრეტს გამოსახავენ. მანდელა არის სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, რომელიც აპარტეიდის რეჟიმს ებრძოდა. მან 27 წელიწადი ციხეში პოლიტპატიმრის სტატუსით გაატარა. ციხიდან 1990 წლის 22 თებერვალს გამოვიდა, 1992 წელს ის ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.

ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ გააკეთა: „ ამ მოკრძალებული ჟესტით გვსურს გამოვხატოთ მადლიერება მანდელას წინაშე, რადგან მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხს და ჰუმანიზმისთვის ბრძოლას მთელ მსოფლიოში“.

მანდელა ბანკნოტებზე იმ ასაკშია გამოსახული, როცა ციხიდან განთავისუფლდა. ამ დროისათვის ნელსონ მანდელა ისვენებს, ის პოლიტიკას და საზოგადოებრივ ცხოვრებას პრაქტიკულად ჩამოშორდა.

ბანკნოტების მომოქცევაში გასვლის ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი