ეკონომიკა

“ლილო მოლის” მოვაჭრეები მოგების და საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან

13 თებერვალი, 2012 • 1493
“ლილო მოლის” მოვაჭრეები მოგების და საშემოსავლო გადასახადისაგან  გათავისუფლდებიან

“ლილო მოლში” თანამედროვე სტანდარტების მასშტაბური სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობის ხელშეკრულებას, დღეს  სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” მოეწერა ხელი

ხელმომწერი მხარეები არიან შპს “ლილო მოლი” და LV SALAMNCA ENGINEERS. “ლილო მოლის” ახალი სავაჭრო ცენტრი – ანუ ქალაქი ქალაქში, 310 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, მოხდება 13 964 კვ.მეტრ ფართზე არსებული საბითუმო სექტორის რეკონსტრუქცია, გარე პერიმეტრზე გათვალისწინებულია ქუჩების ურბანიზაცია, პარკინგი, ახალი სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა და გამწვანება. პროექტის ღირებულება 59 მილიონ დოლარს შეადგენს. მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დასრულდება. 
შპს “ლილო მოლი” პირველი ქართული კომპანია ხდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსს ანიჭებს.

“ლილო მოლის” მოვაჭრეები აღარ გადაიხდიან მოგების 15%-იან და 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, მათ მხოლოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 3%-ის გადახდა მოუწევთ.

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას “ლილო მოლის” წარმომადგენელები, თბილისის მერი გიგი უგულავა, ფინანსთა სანიმისტროსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

LV SALAMNCA ENGINEERS-ს აქციების ძირითად ნაწილს ესპანური  კომპანია ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი