ეკონომიკა

ქართული პომიდორი ექსპორტზე გადის

10 თებერვალი, 2012 • 1188
ქართული პომიდორი ექსპორტზე გადის

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოკვლევით, პომიდორზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს,  200 ჰექტარზე თანამედროვე დონის სასათბურე მეურნეობები უნდა მოეწყოს.

ხელვაჩაურის რაიონში პირველი სასათბურე მეურნეობა 2009 წელს აშენდა.

სასათბურე მეურნეობა 3,5 ჰექტარზეა განთავსებული და სათბური  კომპანია ICON GRUP-ის კერძო საკუთრებაა .

ICON GRUP-ის ფინანასური მენეჯერი გია ლომინაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ “სათბურმა ფუნქციონირება 2008 წლის ივნისში დაიწყო. ოპერირების პირველ წელიწადს, ექსპერიმენტის სახით, კომპანიამ  სათბურში პომიდვრის ჩითილები დარგო. ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და, მიღებული გადაწყვეტილებით, 2009 წლის ივნისში ICON GRUP-მა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში მოდერნიზებული სათბური ააშენა.“

გივი ლომინაძის ინფორმაციით, 2011 წლის სეზონზე პომიდორის მოსავალმა 500 ტონა შეადგინა. აქედან 60% პროცენტი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე გავიდა. ქართული პომიდორი  მოლდოვას, ბულგარეთის, ბელარუსის ბაზარზე იყიდება. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი. 2012 წელს წარმოებული პროდუქცის 60 პროცენტის თურქეთში გატანა იგეგმება.

მოდერნიზებულ სათბურში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  კომპანია ICON GRUP -ი მთლიანად უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული, 85 პროცენტი თურქ ბიზნესმენებს ეკუთვნის, ხოლო 15 პროცენტი – გერმანელებს. კომპანია  ICON GRUP -ი “საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის” წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი