ეკონომიკა

ცხვრის ექსპორტი 90 პროცენტით გაიზარდა

10 თებერვალი, 2012 • 1147
ცხვრის ექსპორტი 90 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 2011 წელს 2010 წელთან შედარებით 90 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტმა  15 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს 2010  წელთან შედარებით ქვეყნიდან  65 ათასით მეტი ცოცხალი ცხვარის ექსპორტირება მოხდა და მთლიანობაში 165 ათასი სული შეადგინა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ცხვარი სომხეთში გადარეკეს, ექსპორტში მეორე ირანია, სადაც 40 ათასი სული საქონელი გაყიდეს. შარშან ქართული ცხვარი გავიდა– აზერბაიჯანშიც, არაბეთის საემიროებში, ერაყში, სირიასა და ყატარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი