ეკონომიკა

ბიძინა ივანიშვილი „პროგრეს ბანკში“ წილს გაზრდის

8 თებერვალი, 2012 • 1130
ბიძინა ივანიშვილი „პროგრეს ბანკში“ წილს გაზრდის

ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკისგან კახი კალაძის „პროგრეს ბანკში“ წილის 25 პროცენტამდე გაზრდის უფლება მიიღო.

„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, „პროგრეს ბანკში“ წილის გაზრდის შესახებ ეროვნულ ბანკს ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის ნოემბერში მიმართა.

„ივანიშვილმა მიიღო ეროვნული ბანკის თანხმობა, რადგან პროცედურულად ნებისმიერ ბანკში 10 პროცენტზე მეტი წილის შესყიდვის დროს ამ უწყების თანხმოობაა საჭირო,“ –ამბობს ჯავახიშვილი.

კონკრეტულად როდის მოხდება  „პროგრეს ბანკში“ ბიძინა ივანიშვილის  წილის გაზრდა, ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილი ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წილი კახი კალაძის ბანკში 25 პროცენტამდე გაიზრდება.

კახი კალაძის სს“პროგრეს ბანკის“ 9 პროცენტი ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიონ  300 ათას ლარად  2011 წლის ნოემბერში იყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი