ეკონომიკა

2000 ფერმერი თხილის ტრეინინგის პროგრამაში

8 თებერვალი, 2012 • 1204
2000 ფერმერი თხილის ტრეინინგის პროგრამაში

ზუგდიდში, კომპანია „ფერეროს“ შვილობილი კომპანიის „აგრიჯორჯიას“  სოციალურ სახლში,  თხილის ტრეინინგის  პროგრამა იხსნება.  პრეზენტაციას, რომელიც დღეს, 2 საათზე, ზუგდიდში შედგება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკოლოზ გილაური, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაესწრებიან.

თხილის ტრეინინგის პროგრამა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID–ის, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის EPI–ის  და „აგრიჯორჯიას“ მიერ არის შემუშავებული. ტრეინინგის პროგრამა  რეგიონში  2000 ფერმერს მოამზადებს. ფერმერები პროგრამის ფარგლებში თხილის მოყვანისა და მოსავლის შემდგომი მართვის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნობიან .

მასალების გადაბეჭდვის წესი