ეკონომიკა

ინტერესთა გამოხატვა „ნამახვან ჰესების კასკადზე“

7 თებერვალი, 2012 • 1066
ინტერესთა გამოხატვა „ნამახვან ჰესების კასკადზე“

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანია სააქციო საზოგადოება  „ნამახვან ჰესების კასკადმა“ პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

კონტრაქტორის შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იქნება  მსგავსი სირთულის პროექტის (რეზერვუარული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები დადგმული სიმძლავრით 200 მგვტ და ზევით) წარმატებული შესრულების გამოცდილება.

ინტერესთა გამოხატვის მიზნებისთვის მონაწილეებს მოეთხოვებათ დამსაქმებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება გამოცდილების, პერსონალის, ფინანსური მგდომარეობის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. კანდიდატებმა ინტერესთა გამოხატვისთვის საჭირო დოკუმენტაცია 2012 წლის 2 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კასკადის მშენებლობას მდინარე რიონზე, დასავლეთ საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავს 3 ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. იგეგმება გადამცემი ხაზის აშენებაც გამომუშავებული ელექტროენერგიის გადასაცემად. ჯამური ინვესტიცია შეადგენს  800 მლნ დოლარს, ხოლო მშენებლობის პერიოდი 5 წელიწადს.

მასალების გადაბეჭდვის წესი