ეკონომიკა

ბანკი „კონსტანტას“ კაპიტალი 8 მილიონი ლარით გაიზრდება

6 თებერვალი, 2012 • 1046
ბანკი „კონსტანტას“ კაპიტალი 8 მილიონი ლარით გაიზრდება

2012 წელს „თიბისი“ ბანკი  „კონსტანტას“ კაპიტალის გაზრდას აპირებს. „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე  2011 წელს მისი ბანკის მიერ „კონსტანტას“ აქციების საკონტროლო პაკეტის  შესყიდვას წარმატებულ ინვესტიციად აფასებს. „2012 წლის იანვარი ბანკისთვის წარმატებული აღმოჩნდა. „კონსტანტას“ დეპოზიტები 5 მილიონი ლარით გაიზარდა. 2012 წელს ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური მიზანი: „ კონსტანტა“ ბაზარზე მიკროდაფინანსების ლიდერი უნდა გახდეს“ – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ბანკი „კონსტანტას“ გენერალური დირექტორის ლევან ლებანიძის განცხადებით, 2011 წელს ბანკმა ბაზარზე ახალი პროდუქტი „ანაბარი“  გამოიტანა. ერთი წლის განმავლობაში ამ პროდუქტის პორტფელმა 14 მილიონი ლარი შედგინა.

2011 წელს ბანკში დასრულდა რებრედინგი. ბანკი „კონსტანტა“ ადგილობრივ ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით 1997 წლიდან საქმიანობდა. 2008 წელს კომერციულ ბანკად გადაკეთდა. 2010 –2011 წლებში ბანკის აქციონერები გახდნენ „ოიკოკრედიტი“ , რომელიც ბანკის აქციების 13 პროცენტს ფლობს და „თიბისი ბანი“, რომელმაც „კონსტანტას“ აქციების 80 პროცენტი 2011 წელს შეიძინა. 2012 წლის იანვრის მონაცემებით, ბანკი 32 000 კლიენტს ემსახურება და მისი საკრედიტო პორტფელი 118 მილიონ ლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი