ეკონომიკა

ევროზონაში 16,5 მილიონი უმუშევარია

3 თებერვალი, 2012 • 1062
ევროზონაში 16,5 მილიონი უმუშევარია

ევროზონაში უმუშევრბის რაოდენობამ ახალი ისტორიული რეკორდი მოხსნა. 2011 წლის დეკემბერში უმუშევრობის დონე 10,4 პროცენტს გაუტოლდა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ევროზონის 17 ქვეყანაში უმუშევარი 16,5 მილიონი ადამიანია. ეს ციფრი ნოემბრის მაჩვენებელს 751 ათასით აღემატება. ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ესპანეთშია – 22,9 პროცენტი და ყველაზე დაბალი ავსტრიაში – 4,1 პროცენტი. 2010 წლის შემდეგ ევროზონაში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 3 პროცენტით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით გასულ წელს ევროზონაში სამსახურს 23,8 მილიონი ადამიანი ეძებდა, რაც მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის 9,9 პროცენტს შეადგენს.

უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე საბერძნეთში, ესპანეთში და კვიპროსზე დაფიქსირდა. ამ ფონზე ლატვია, ლიტვასა და ესტონეთში უმუშევრობის შემცირების ტემპი გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, ევროზონაში 2012 წელს უმუშევრობის დონე აიწევს. დასაქმების და სამუშაო ძალის ზრდის საკითხი ამ კვირაში ბრუსელში გამართული ევროზონის სამიტის მთავარი თემა იყო. იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკის სტრიმულირება, ევროკავშირის  ლიდერმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ 80 მილიარდი ევრო მილიონი სამუშაო ადგილის შესაქმნელად დახარჯონ. სამიტზე გადაწყდა, რომ ქვეყნებმა ევროზონის საბიუჯეტო სტაბილურობას ხელი შეუწყონ, რათა ახალი ფინანასური კრიზისი თავიდან აიცილონ. ამ გადაწყვეტილებას არ შეუერთდა ბრიტანეთი  და  ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნებმა ჯერ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საბერძნეთთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის ეკონომიკა დაგროვილი ვალების გამო კრიზისს განიცდის. კრედიტორებთან შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის და საბერძნეთის დეფოლტის საფრთხე ისევ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი