ეკონომიკა

facebook–ი ბირჟაზე აქციების განთავსებას გეგმავს

2 თებერვალი, 2012 • 1068
facebook–ი  ბირჟაზე აქციების განთავსებას გეგმავს

მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი facebook–ი, რომლის მომსახურებითაც 800 მილიონი ადამიანი სარგებლობს, საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების ინიციატივით გამოდის.

facebook–ის მფლობელი მარკ ცუკერბერკი აშშ–ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების  კომისიას  შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს, სადაც წარმოდგენილი იქნება აქციების სავარაუდო ფასი და ბიზნეს–გეგმა, რომლის მიხედვითაც აქციების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა განაწილდება.

ექსპერტების შეფასებით, facebook–ის აქციების ბირჟაზე გატანა თავისთავად დიდი მოვლენაა. კომპანიის აქციები ბირჟაზე განაცხადის გაკეთებიდან 3 თვეში განთავსდება.

კომპანია Google–მა საფონდო ბირჟაზე აქციები 2004 წელს გამოიტანა. დღეს ინტერნეტ–გიგანტის კაპიტალიზაცია 200 მილიარდი დოლარია.

Google–ის ბირჟაზე გასვლას დაემთხვა facebook–ის დაბადება. 2012 წელს ეს კომპანია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად და Google–ის პირდაპირ კონკურენტად დასახელდა.

facebook–ის ფასი ჯერჯერობით პროგნოზების და განსჯის საგანია. ამერიკის საინვესტიციო ბანკმა,  Goldman Sachs– მა კომპანიის ფასი 50 მილიარდი დოლარით განსაზღვრა. წინასწარი პროგნოზებით, ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ შესაძლოა კომპანიის კაპიტალიზაცია 80 მილიარდ დოლარს გაუტოლდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი