ეკონომიკა

კომერციული ბანკების აქტივობა გაიზარდა

1 თებერვალი, 2012 • 1313
კომერციული ბანკების აქტივობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

16 კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. საქართეველოს ბაზარზე  2  უცხოური ბანკი საკუთარი ფილიალით ოპერირებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.8 მლრდ ლარით (6.7 პროცენტით) გაიზარდა და 12.7  მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.6 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.1 პროცენტი შეადგინა. 2011 წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წლის დასაწყისიდან წმინდა მოგებამ 323.0 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკების წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 80.0 პროცენტია. .

მასალების გადაბეჭდვის წესი