ეკონომიკა

ახალი ტურისტული ზონა ბეთანიაში

27 იანვარი, 2012 • 2650
ახალი ტურისტული ზონა ბეთანიაში

თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით,  30 ათას კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სათხილამურო ტრასა და ინფრასტრუქტურა მოეწყო.

პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა, სადაც 30 ადგილობრივისთვის ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.  600–მეტრიანი სამთო-სათხილამურო ტრასის გარდა, სპეციალურად ბავშვებისთვის უსაფრთხო 200– მეტრიანი ტრასა მოეწყო.

აღნიშნულ მონაკვეთზე ბავშვები თხილამურებითა და ციგებით სრიალს უსაფრთხოდ შეძლებენ. კურორტზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი საბაგირო დამონტაჟდა. მთლიანად განათდა სათხილამურო ტრასა და საავტომობილო მაგისტრალი.

კომპანია  “რანდე ვუ ბეთანია“  დამსვენებლებს კომფორტულ გარემოში თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად 21– ნომრიან სასტუმროს, რესტორნებს, ღია და დახურულ კაფე-ბარებსა და სწრაფი კვების ობიექტებს შეთავაზებს. დამსვენებლებს შესაძლებლობა ეძლევა, 24– საათიანი მომსახურებით ისარგებლონ და სათხილამურო აღჭურვილობა ადგილზე იქირაონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი