ეკონომიკა

საქართველოს დელეგაცია დავოსში

25 იანვარი, 2012 • 1162
საქართველოს დელეგაცია დავოსში

დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს მთავრობიდან  პრემიერ – მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი ვერონიკა ქობალია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაესწრებიან. საქართველოს მთავრობის დელეგაცია დავოსში დღეს გაემგზავრა.

საქართველოს დელეაგცია დავოსში 29 იანვრამდე, ფორუმის დასრულებამდე დარჩება. ფორუმზე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის,  ნიკა გილაურის  სიტყვით გამოსვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში სულ 2600 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის თემაა “დიდი ტრანსფორმაცია: ფორმირების ახალი მოდელები”. დავოსის ეკონომიკური ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია. ფორუმს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გახსნის. ღონისძიებაზე სიტყვით ბრიტანეთის პრემიერი, დევიდ კემერონი გამოვა. დავოსში გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნსაც ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი