ეკონომიკა

Apple –ის კაპიტალიზაცია გაიზარდა

23 იანვარი, 2012 • 1130
Apple –ის კაპიტალიზაცია გაიზარდა

კომპანია Apple–ის კაპიტალიზაციამ საფონდო ბაზრებზე 431,37 მილიარდი დოლარი შედგინა. ექსეპრტების შეფასებით,  Apple მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგიური კომპანიაა. ბაზრებზე კაპიტალიზაციის კუთხით მისი უახლოესი კონკურენტია  Exxon Mobil–ი, რომლის აქციების კაპიტალიზაციამაც გასულ კვირას 420 მილაირდი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა  PetroChina  – 270 მილიონი დოლარის კაპიტალიზაციით. ამ კომპანიის კონკურენტია Microsoft –ი, რომლის კაპიტალიზაციაც 235 მილიარდი დოლარია.

Apple–ის საბაზრო კაპიტალიზაცია უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა საბერძნეთში, ავსტრიაში, არგენტინასა და სამხრეთ აფრიკაში.

Apple  მთელ მსოფლიოში ყველაზე მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიად მიიჩნევა. მომავალ კვირას კომპანია საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განაცხადს გააკეთებს. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ  Apple განაცხადს საკუთარი გაყიდვების 45– პროცენტიან ზრდაზე გააკეთებს.

კომპანია Apple 35 წლისაა.  კომპანიის ბრუნვის ზრდა 2007 წელს აიფონის წარმოებაში ჩაშვებამ განაპირობა. ამ დროისათვის აიფონის გაყიდვებმა 30 მილიონს გადაჭარბა.

Apple ამ კვირაში განაცხადს ბაზარზე სამი ახალი პროდუქტის გამოტანის შესახებაც გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი