ეკონომიკა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი მტკვართან დაკავშირებული პროექტის შესახებ

20 იანვარი, 2012 • 1372
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი მტკვართან დაკავშირებული პროექტის შესახებ

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთის ტერიტორიაზე, არდაგანის ოლქში, წყალსაცავების კასკადი ”ბეშიქ ჰაია” აშენდება.

“საქართველოს მწვანეთა პარტიის” განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში მდინარე მტკვარი თურქეთ-საქართველოს საზღვართან გადაიკეტება და საქართველოში აღარ  გაივლის.

“მე თბილისში რომ ჩამოვედი, აქ ვნახე მდინარე მტკვარი. ეს მდინარე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომ ამ პროექტთან დაკავშირებით გვქონდა შეხვდრები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან. ვცდილობთ, ამ პროექტის განხორციელების დროს მცირე ზარალი მიადგეს გარემოს და არ წარმოიშვას ეკოლოგიური პრობლემები. უნა მოვნახოთ შუალედი ამ პროექტის განხორციელებისას და დამიჯერეთ, სანერვიულო არაფერია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ამ პროექტის ჩონჩხი არსებობს”, – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და თურქეთს შორის:

“დაიბადა თუ არა ეს პროექტი, მას შემდეგ თურქულ მხარესთან აქტიურად ვურთიერთობთ. დღის წესრიგში მტკვრის სხვა მიმართულებით გადაგდება არ დგას. ამ პროექტის გახორციელების დროს მტკვარი იქნება მთავარი რესურსი”, – აცხადებს ხეთაგური.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ პროექტის გამოჩენის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა.

“ეს პროექტი, ძირითადად, მიმართული იქნება მდინარე ჭოროხზე და იქ მოხდება წყლის შემცირება, მაგრამ ამის დაშვებაც არ გვინდა. პროექტის დეტალებზე მიდის მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან”, – აცხადებს მარიამ ვალიშვილი.

ამავე თემაზე:

რა ემუქრება მტკვარს თურქეთ–საქართველოს საზღვართან

მასალების გადაბეჭდვის წესი