ეკონომიკა

თურქეთ–საქართველოს ენერგეტიკული კონფერენცია გაიხსნა

20 იანვარი, 2012 • 1137
თურქეთ–საქართველოს ენერგეტიკული კონფერენცია გაიხსნა

დღეს, თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” თურქეთ–საქართველოს ენერგეტიკული კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, თანერ ილდიზი, თურქეთის საბანკო სექტორისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციააზე მხარეები ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

დღესვე ხეთაგური და ილდიზი ბორჩხა-ახალციხის დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი