ეკონომიკა

Kodak–ი გაკოტრდა

19 იანვარი, 2012 • 1511
Kodak–ი გაკოტრდა

კომპანია Kodak-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

იმის გამოცხადება, რომ კომპანია გაბანკროტდა, მათ საშუალებას მისცემს, დროებით თავი დააღწიონ კრედიტორების ზეწოლას.

Kodak–ი ერთ–ერთ ინოვაციურ ფირმად წლების მანძილზე ითვლებოდა, აქ გამოიგონეს ხელის მინიკამერა. შემოსავლების გაზრდის მიზნით Kodak-მა ბოლო დროს პრინტერების გამოშვება და გაყიდვა დაიწყო.

კომპანია, რომლის არსებობაც 133 წელიწადს ითვლის, ყველანაირად ცდილობდა არ ჩამორჩენოდა კოკურენტებს, რომლებმაც თანამედროვე ციფრულ გარემოში ადაპტირება უკეთესად შეძლეს.

Kodak–ი ყველაზე მეტ ფულს ფირების გაყიდვით შოულობდა, თუმცა დღესდღეობით ციფრული კამერების შემოსვლის გამო ფირები აღარ იყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი