ეკონომიკა

„ტოიოტას“ აშშ–ის ბაზრიდან 3,5 მილიონი ავტომანქანა დაუბრუნდა

19 იანვარი, 2012 • 1050
„ტოიოტას“  აშშ–ის ბაზრიდან 3,5 მილიონი ავტომანქანა დაუბრუნდა

იაპონური მანქანების მწარმოებელ კომპანია „ტოიოტას“ გაყიდევბის ბაზრიდან სულ უფრო მეტი ავტომობილის დაბრუნება უწევს. ბოლო სამი წლის სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო ბაზრის ერთ–ერთი ცნობილი და მოთხოვნადი მანქანების  მწარმოებელი ამ სეგმენტში ლიდერი გახდა.

ბაზრიდან ავტომობილების დაბრუნების ყველაზე ცუდი  რეიტინგი ამერიკის შეერთებული შტატების გაყიდევბის ბაზარზე „ტოიოტას“ აქვს.

იაპონელმა მწარმოებელმა წარმოდგენილ სატისტიკაში პირველი ადგილი დაიკავა.

იანდექსის ცნობით, კომპანია „ტოიოტამ“  აშშ–ის ბაზრიდან 2011 წელს  მანქანების გაწვევა 13– ჯერ მოახდინა. ჯამში კომპანიას ბაზრიდან 3,5 მილიონი ავტომობილი დაუბრუნდა.  სამი  წლის განმავლობაში კომპანიის მხრიდან ავტომობილების გაწვვა 130 ჯერ მოხდა. ამან განაპირობა ის, რომ ამერიკის 13 მილიონმა მოქალაქემ თავიანთი მანქანები ტოიოტას ქარხნის ხარჯზე გაარემონტა.

ქარხნული წუნის გამო შესაკეთებლად კომპანიას 2011 წელს  7 მილიონი ავტომანქანა გადაეგზავნა. ამერიკის ბაზარზე უკეთესი მდგომარეობა აქვს მეორე იაპონელ მწარმოებელ „ნისანს“.

აშშ–ის  ბაზრიდან ავტომობილების დაბრუნების კუთხით მეორე ადგილზეა  კომპანია „ფორდი“, რომელმაც ბაზრიდან 3,2 მილონი ავტომობილი გაიწვია.  კომპანიამ  2011 წელს მანქანების გაწვევა 10– ჯერ მოახდინა.  ავტომობილების გაწვევის კუთხით  აშშ–ის ბაზარზე მესამე ადგილს „ჰონდა“იკავებს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებს– „ კრაისლერი“ და „ჯენერალ მოტორსი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი