ეკონომიკა

ბიზნესის რეგისტრაცია 18.4 პროცენტით გაიზარდა

18 იანვარი, 2012 • 1224
ბიზნესის რეგისტრაცია 18.4 პროცენტით გაიზარდა

2011 წელს ქვეყანაში 54 076 ბიზნეს–სუბიექტი დარეგისტრირდა (საშუალოდ თვეში 4 506 ერ­­თე­უ­ლი), რო­­მელთა შორის 97.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხის­მ­გებ­ლობის საზოგა­დო­­ება, შე­ზღუდუ­ლი პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კო­მან­დიტური საზოგა­დო­ება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხო­ლო 2.3% – არასამე­წარ­მეო სუბიექტი (არა­სამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იუ­რი­დიული პირის ფი­ლი­­ა­ლი).

2011 წლის დეკემბერში რეგისტრირებული ბიზნეს–სუბიექტების რაოდე­ნო­ბამ 5 430 ერთეული (5 284 სამეწარმეო და მხოლოდ 146 არასამეწარმეო სუბიექტი) შეადგინა. ამავე თვეში ბიზ­ნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი 1.241 დონეზე დაფიქსირდა.

2011 წელს ბიზნეს–სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვეს­თან შე­და­რებით უპირატესად ზრდის ტენდენ­ცია საშუალოდ 18.4 პროცენტია.

საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის  შეფასებით, 2011 წლის დეკემბრის თვეში ბიზნეს–სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მე­წარ­მის სახით (3 718 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 68.5%). ამავე პერიოდში და­რე­გის­ტრირდა: 1 555 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, 145 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 7 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 2 სააქციო საზოგადოება, 2 კოოპერატივი და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2011 წელს 12 თვეში რეგისტრირებულ ბიზნეს–სუბიექტების მთლიან რაო­დენობაში 71.4 პროცენტს შეადგენენ ინდივიდუალური მეწარმეე­ბი (ანუ ყოველი 100 ბიზნეს სუბიექტიდან 71 დარეგისტრირდა ინდივიდუა­ლუ­­რი მეწარმის სახით), 25.9 პროცენტს – შეზღუდული პასუხის­­მგებ­­ლობის საზოგადოებები და 2.3 პროცენტს – არა­სა­მე­წარმეო იურიდიული პირები. სხვა სუბიექტების წი­ლე­ბი ბიზ­ნეს–სუბი­ექ­ტების მთლიან რაო­დენო­ბაში უმნიშვნელოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი