ეკონომიკა

უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები 25,8 პროცენტით გაიზარდა

18 იანვარი, 2012 • 1288
უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები 25,8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წელს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე 510 794 სარეგისტრაციო ტრანზაქცია (საშუ­ა­ლოდ თვეში 42 566 ერთეული) გან­ხორ­ციელდა.

საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, მსგავსი აქტიურობა უძრავი ქონების ბაზარზე წინა წლებ­ში არ დაფიქსირებულა: აქამდე პიკურად მიჩნეულ 2010 წელთან შედარებით სარეგისტრაციო ტრან­­ზაქცი­ე­ბის რაოდენობა 25.8 პროცენტით, 2009 წელთან შედარებით – 53.5 პორცენტით, 2008 წელთან შედარებით- 47.4 პორცენტით, ხოლო 2007 წელთან შედა­რე­­ბით – 28.5 პორცენტით გაიზარდა.

საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის  შეფასებით, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა  უძრავი ქონების პირველად და მეორად ბაზრებზეც.

2011 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სა­რე­გისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 8 901, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რა­ო­დე­ნობამ – 39 468 ერთეული შეადგინა; სარე­გისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი კი, პირველადი და მე­ორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესა­ბა­მი­სად, 0.957 და 1.818 დონეებზე დაფიქ­სირ­და.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თა­ნა­ფარდობას, უმნიშ­ვ­ნე­ლოდ გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი.

2011 წლის დეკემბერში განხორციელებუ­ლი სარეგისტრაციო ტრან­ზაქ­ციების 81.6 პორცენტს მეორადი, ხოლო 18.4 პროცენტს – პირველადი სარეგისტრაციო ტრან­ზაქ­­ცი­ე­ბი შეად­გენ­­დ­ნენ. 2010 წლის დეკემბერში კი – შესაბამისად, ეს მაჩვენებელი 82.4 და 17.6 პროცენტი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი