საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობას 500 000 ლარად ყიდის.

რუსთაველის გამზირის #30-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი (www.eauction.ge) დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება.

აუქციონის პირობების თანახმად,  ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებულია, საპრივატიზაციო ობიექტში განთავსებული მოსარგებლეების უსასყიდლო სარგებლობის უფლება 2012 წლის 1  თებერვლამდე უზრუნველყოს და საპრივატიზებო საფასური ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს.

ამისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შესული 12.12.2011 წლის № 07/168644-13 წერილის თანახმად, თბილისის მერიის სსიპ “თბილისის არქიტექტურის სამსახური” მზადაა, საპრივატიზაციო ქონების მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით  ინვესტორებთან ითანამშრომლოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *