ეკონომიკა

ტენდერი პროექტების–„მაჭახელა 1 ჰესი“ და „მაჭახელა 2 ჰესი“ – მომსახურებაზე

18 იანვარი, 2012 • 1284
ტენდერი პროექტების–„მაჭახელა 1 ჰესი“ და „მაჭახელა 2 ჰესი“ – მომსახურებაზე

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ ტენდერი გამოაცხადა.


ტენდერი ფონდის მიერ განსახორციელებელ პროექტებზე– „მაჭახელა 1 ჰესი“ და „მაჭახელა 2 ჰესი“– შესაბამისი მომსახურების გაწევას, ასევე, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ანგარიშის მომზადებას გულისხმობს.
„ენერგეტიკის განვითარების ფონდი“   აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში მდინარე აჭარისწყალზე, პროექტების– „მაჭახელა 1 ჰესი“ (დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ი“) და „მაჭახელა 2 ჰესი“ (დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ი)– განხორციელებას გეგმავს.

ფონდის მენეჯმენტის გათვლებით, ჰესების მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდება, მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 42 მგვტ-ი იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 240 GWh.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ 2012 წლის 8 თებერვალის 17:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი