ეკონომიკა

ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი შემცირდა

17 იანვარი, 2012 • 2033
ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი შემცირდა

„ბიჯი კაპიტალის“  მარკეტინგული ჯგუფის შეფასებით, გასულ კვირას საქართველოს ბანკის აქციები ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1,2 პროცენტით შემცირდა და 12,85 აშშ დოლარი შეადგინა. ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 390 000 გაუტოლდა.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი არ შეცვლილა. „ლიბერთი ბანკის“ აქციები 8 პროცენტით, ხოლო „თელიანი ველის“ აქციები 33 პროცენტით შემცირდა. საფონდო ბირჟაზე ძირითადი გარიგებები ამ სამი კომპანიის აქციებზე დაიდო. „ბიჯი კაპიტალის“ ინდექსმა საფონდო ბირჟაზე  0,26 პროცენტით  დაიკლო.

„ბიჯი კაპიტალის“ მარკეტინგული ჯგუფის შეფასებით, აქტივობა იყო საქართველოს ობლიგაციების ბაზარზეც. გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა რვადღიან რეფინანსირების სესხის აუქციონზე 7 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6,77 პროცენტი შეადგინა. ობლიგაციების ბაზარზე აქტივობა  დაფიქსირდა „საქართველოს ბანკის“ მხრიდან. ბანკმა 182– დღიანი სადეპოზიტო სერთიფიკატები გაყიდა, რომლის ფასმაც 40 მილიონი ლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი  7,14 პროცენტს გაუტოლდა.

„ბიჯი კაპიტალის“ ცნობით, აქტივობა იყო სახაზინო ვალდებულებების ბაზარზეც. ფინანსთა სამინისტრომ 2 წლიანი სახაზინო ობლიგაციები გაყიდა, რომლის ფასმაც 20 მილიონი ლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8,95 პროცენტს გაუტოლდა. სახაზინო ობლიგაციების მომდევნო აუქციონი 18 იანვარს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი