ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შესუსტდა

18 იანვარი, 2012 • 1066
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შესუსტდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შესუსტდა. თუკი წინა მეოთხედში ზრდის მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2010 წლის მონაცემებით 10.3%, ახლა ამ ციფრმა  8.9%–მდე დაიწია.

სტატისტიკიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ ელიან ეკონომიკური ზრდის შესუსტებას.

HSBC Private Bank–ის სტრატეგიული დაგეგმარების უფროსი ასეთ შედეგს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირებს.

ჩინეთი უკანასკნელ წლებში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო.

მდგრადობის შესანარჩუნებლად ექსპერტები ქვეყანას სტრატეგიის შეცვლისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ჩინეთმა ინვესტიციებს თავი უნდა დაანებოს და შიდა ბაზრის განვითარებაზე იზრუნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი