ეკონომიკა

2011 წელს ელექტრონულ აუქციონზე 15 000 ლოტი გაიყიდა

11 იანვარი, 2012 • 1020
2011 წელს ელექტრონულ აუქციონზე 15 000 ლოტი გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წელს სახელმწიფო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ 6 667 000 ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცეული ქონების განკარგვის შედეგად 3 099 000 ლარი გადაირიცხა.

რეალიზაციის ფორმებს 2011 წლის ნოემბრიდან დაემატა ქონების განკარგვის ახალი ფორმა – ლიზინგი.

მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ უნივერსალურ პორტალზე   www. Eauction.ge  –ზე დღეისათვის დარეგისტრირებულია 16 189 რეზიდენტი ფიზიკური პირი, 997 რეზიდენტი იურიდიული პირი, 934 არარეზიდენტი ფიზიკური პირი   და 62 არარეზიდენტი იურიდიული პირი.

2011 წლის თებერვლიდან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო და ფიზიკური პირები უძრავ და მოძრავ ქონებას  www.eauction.ge-ს მეშვეობით ყიდიან. მომსახურების სააგენტოს პარტნიორი გახდა 390 იურიდიული და 90 ფიზიკური პირი.

2011 წელს ელექტრონულ აუქციონზე გაყიდული ლოტების რაოდენობა 15 000–ს გადასცდა, ვებგვერზე ბრუნვამ 240 000 000 ლარი შეადგინა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 1 802 000–ს გადააჭარბა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, გრიგოლ ბაიბურთის განმარტებით, „2012 წლიდან სააგენტოს მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს ელექტრონული სერვისების მოდერნიზაცია/განვითარება. 2012 წელს მოხდება სააგენტოს ვებგვერდის www.seragency.gov.ge მოდერნიზაცია, www.eauction.ge-ს განვითარება,  დახვეწა და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგება. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ელექტრონული აუქციონით განკარგვის პროცესი გამარტივდება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი