ეკონომიკა

დაზარალებული მენაშენეების საპრორესტი აქცია “დექსუსთან”

26 დეკემბერი, 2011 • 1235
დაზარალებული მენაშენეების საპრორესტი აქცია “დექსუსთან”

დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციამ კომპანია “დექსუსის” სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. ასოციაციის ხელმძღვანელმა თემურ ფიფიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დღევანდელი საპორტესტო აქციის გამართვის მიზეზი “დექსუსის” მიერ გამოცხადებული სარეკლამო კამპანია გახდა.

– “რა ბინებს ყიდის  “დექსუსი”, როცა უბინაოდ ვართ გარეთ გამოყრილი ის ხალხი,  ვინც ამაში ფული გადაიხადა. ეს არის ჩვენი ბინები, რომელსაც კომპანია ყიდის და ფულს იჯიბავს”, – აცხადებს თემურ ფიფია.

–“დღეს ვაპროტესტებსთ იმასაც, რომ სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტზე “დექსუსი” კლიენტებს დამატებით 1000 დოლარის გადახდას სთხოვს. კომპანია მომხმარებელს დამატებითი ღირებულების გადახდასაც ავალდებულებს ”– აცხადებს ფიფია.

“ნეტგაზეთი” კომპანია “დექსუსს” დაუკავშირდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ “დექსუსის” ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები  კლიენტებთან შეხვედრაზე იმყოფებიან და აქციასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. “დექსუსის” მენეჯმენტის წარმომადგენლები საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შესახვედრად კომპანიის შენობიდან არ გასულან.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია”   თემურ ფიფიას თავმჯდომარეობით ორი კვირის წინ დაფუძნდა. ორგანიზაციაში  100– მდე პიროვნებაა გაწევრიანებული.  ფიფიას განცხადებით, ორგანიაზაციაში კიდევ ბევრი ადამიანი გაწევრიანდება, რადგან “ცენტრპოინტთან” ურთიერთობის შედეგად გაცილებით მეტი ადამიანი დაზარალდა.

კომპანია “დექსუსმა” სარეკლამო კამპანია 2011 წლის 14 დეკემბერს დაიწყო. ვინც კომპანიაში ბინას 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე შეიძენს,  12  საჩუქარს მიიღებს. კლიპში მოდელი კრისტი ყიფშიძე, მეცნიერი ჯუმბერ ლომინაძე და სპორტსმენი ირაკლი ნოზაძე მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი