ეკონომიკა

საქართველოდან გასული კაპიტალი

23 დეკემბერი, 2011 • 1059
საქართველოდან გასული კაპიტალი
საქართველოდან უცხოეთში 2011 წლის მესამე კვარტალში 129,841 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ყველაზე მეტი გადინება – 78,498 მლნ. აშშ დოლარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფიქსირდა – მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით BPI-მ გამოთვალა.

მეორე ადგილზე აშშ–ია, სადაც კაპიტალდაბანდებამ 21,916 აშშ მლნ. დოლარი შეადგინა. სოლიდური კაპიტალი გავიდა ბრიტანეთის ვირჯინიაში – 15,447 მლნ. აშშ დოლარი, ლიხტენშტაინში – 10,189 მლნ აშშ დოლარი და ესპანეთში – 3,360 მლნ. აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ინვესტიცია სულ 14 ქვეყანაში განხორციელდა: გიბრალტარი – 245,3 ათასი აშშ დოლარი, სლოვაკეთი – 70 ათასი აშშ დოლარი, რუმინეთი – 57,7 ათასი აშშ დოლარი, ლატვია – 23,7 ათასი აშშ დოლარი, უზბეკეთი – 21,8 ათასი აშშ დოლარი, სირია – 10,7 ათასი აშშ დოლარი, პოლონეთი – 10,5 ათასი აშშ დოლარი, ირლანდია – 6,7 ათასი აშშ დოლარი, ბელიზი – 5,4 ათასი აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 53 მლნ. აშშ დოლარის, მე–2 კვარტალში კი 32 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია გავიდა. სულ საქართველოში 2011 წლის სამ კვარტალში 643,1 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მათ შორის პირველ კვარტალში – 173,7 მლნ. აშშ დოლარი, მეორე კვარტალში – 203,4 მლნ. აშშ დოლარი, მესამე კვარტალში – 266 მლნ. აშშ დოლარი.

სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის განმარტებით, 2011 წლის III კვარტალში მოხდა სხვა არარეზიდენტი ქვეყნის წილის ჩანაცვლება ევროკავშირის წევრი ქვეყნის წილით. შედეგად დანარჩენი ქვეყნებიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაფიქსირდა უარყოფითი ნიშნით, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არსებულმა საინვესტიციო ნაკადებმა გადააჭარბა საქართველოში მთლიანად (ჯამურად) განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი