ეკონომიკა

საქართველოში ნათესების მოცულობა მცირდება

22 დეკემბერი, 2011 • 1076
საქართველოში ნათესების მოცულობა  მცირდება
საქართველოში სასოფლო სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობები 1990 წლიდან 2010 წლამდე 701,9 ათასი ჰექტრიდან – 275,3 ათას ჰექტრამდე შემცირდა. ეს ინფორმაცია საქსტატის მიერ მიერ მომზადებულ ანგარიშში  ”საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა 2010”–ში  არის მოცემული.

ანგარიშის თანახმად, 1995 წელს სასოფლო–სამეურნეო კულტურის ნათესი ფართობი 1995 წელს 453,1 ათასი ჰექტარს შეადგენდა, 2000 წელს მოხდა ნათესების ფართის ზრდა და  610,8 ათას ჰექტარს გაუტოლდა, ხოლო  2005 წელს 539,6 ათას ჰექტარამდე შემცირდა.

2007 წელს საქართველოში სასოფლო სამეურნეო კულტურების დათესვის მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით დაბალია. ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი   297,2 ათსი ჰექტარია.

2008 წელს ნათესმა ფართმა 329,3 ჰექტარი, ხოლო 2009 წელს 308 ჰექტარი შეადგინა. 2010 წელს ნათესების მოცულობა  ისევ შემცირდა და  275,3 ჰექტარს გაუტოლდა.

ანგარიშის თანახმად, მოცულობის კლება ფიქსირდება ნათესი კულტურების ჯგუფებშიც: საკვები კულტურების ნათესები 1990 წლიდან 2010 წლამდე 329,0 ათასი ჰექტრიდან 8,5 ათას ჰექტრამდე შემცირდა. ბოსტნეულის ნათესები 35,9 ათასი ჰექტრიდან – 23,7 ათას  ჰექტრამდე, კარტოფილის ნათესები 27,8 ათასი ჰექტრიდან 18,0 ათას ჰექტრამდეა  შემცირებული. 1990 წელს პარკოსნების ნათესების მოცულობა  269,8 ათას ჰექტრს უდრიდა, 2010 წლის მაჩვენებლით კი ამ ტიპის ნათესები 191,4 ათას ჰექტრამდეა შემცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი