ეკონომიკა

აუქციონი წიაღისეულით სარგებლობაზე

22 დეკემბერი, 2011 • 1236
აუქციონი წიაღისეულით სარგებლობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონს  აცხადებს.

აუქციონზე გატანილი იქნება საგარეჯოს მუნიციპალუტეტის, სოფელ კრასნოგორსკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საბადო–გამოვლინება:  აზამბურის ჯგუფის  სამ უბანზე მირაბილიტის საბადოების შესწავლა–მოპოვება.  ლიცენზიის მოქმედების ვადა 20 წელია, საწყისი ფასი –70 124 ლარი, ხოლო გადასახდელი ბე  საწყისი ფასის 20 პროცენტია და 14 025 ლარს შეადგენს. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველი წლის პირველი დეკემბერს სააგენტოში წარმოადგინოს მომავალი წლის სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, 2012 წლის სექტემბერში დაიწყოს და 2014 წლის ბოლოსთვის დაასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული წიაღისეულის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა (არანაკლებ 30 კაცი),  2014 წლის ბოლომდე განახორციელოს 3 000 000 ლარის ინვესტიცია.  გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიის ის მაძიებელი, ვინც დააკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს.

აუქციონში მონაწილეობაზე განცხადებები 17 იანვრამდე მიიღება. აუქციონი 2012 წლის 20 იანვარს, 12 საათზე (სსიპ) ბუნებრივი რესურსების სააგენტოში გაიმართება.  აუქციონზე ბიჯის სიდიდე საწყისი ფასის 10 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი