ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გზავნილების 52,5 პროცენტი რუსეთზე მოდის

19 დეკემბერი, 2011 • 1216
საქართველოში ფულადი გზავნილების 52,5 პროცენტი რუსეთზე მოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნიელბის მოცულობამ  91,1 მლნ აშშ დოლარი (151.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7,3 მლნ აშშ დოლარით (12,1 მლნ ლარით)  მეტია 2010 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან  საქართველოში ფულადი  გზავნიელბის 90,8 პროცენტი 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე ნაწილდება. 2010 წელს ამ ათეულზე ფულადი გზავნილების 90.2 პროცენტი მოდიოდა.

საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთია, ამ ქვეყანიდან  შემოსული გზავნილების ნაკადის მოცულობა 52,5 პროეცენტია. მეორე ადგილზეა საბერძნეთი– 6,4 პროცენტით, მესამეზე იტალია–5,9 პროცენტით. ფულადი გზავნილები საქართველოში, ასევე, შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან.

2011 წლის ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 7,5 მილიონი აშშ დოლარი (12,5 მილიონი ლარი) გაიგზავნა. 2010 წელს ამ მაჩვენებელმა   8 მლნ აშშ დოლარი( 14,1 მლნ ლარი) შედგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი  გზავნილების ოპერაციას  ადგილობრივ ბაზარზე 14 ოპერატორი ახორციელებს. 2011 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკის თანახმად, ბაზარზე ლიდერის პოზიცია აქვს „ვესტერნ უნიონს“, მეორე ადგილზეა  „უნისტრიმი“, ხოლო მესამეზე– „ანელიკი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი