ეკონომიკა

საქართელოს სარეკლამო კამპანია პოლონეთში

15 დეკემბერი, 2011 • 1148
საქართელოს სარეკლამო კამპანია პოლონეთში

საქართველო პოლონეთში მიზნობრივ სარეკლამო-საინფორმაციო კამპანიას იწყებს. მისი მიზანია, მეტი ტურისტი მოიზიდოს პოლონეთიდან. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში 20 ათასამდე პოლონელმა დაისვენა. სარეკლამო კამპანიის ორგანიზატორები ამ მაჩვენებლის რამდენჯერმე გაზრდას გეგმავენ. პროექტი პოლონეთის 4 უმსხვილეს ქალაქში განხორციელდება და ყველა არსებულ მედია-საშუალებასა და გარერეკლამას მოიცავს.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მონაწილეობა მიიღო რეიტინგული პოლონური ტელევიზიის „ტივიენის“ (TVN) დილის შოუში, სადაც საუბარი წარიმართა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე. ვერა ქობალიასთან ერთად, ტელეგადაცემაში მონაწილეობდა პოლონეთის ბოლო თვეების ბესტსელერის „გაუმარჯოს“ ავტორი, პოლონელი ჟურნალისტი მარჩინ მელერი. წიგნი პოლონელ მკითხველებს აცნობს საქართველოს, როგორც მდიდარი კულტურისა და ისტორიის ქვეყანას. წიგნი პოლონეთში მაისში გამოჩნდა. მარჩინ მელერი ახლა მეორე წიგნს წერს საქართველოს შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი