ეკონომიკა

რუსეთის 18– წლიანი მოლოდინის დასარული

15 დეკემბერი, 2011 • 1087
რუსეთის 18– წლიანი მოლოდინის დასარული

ჟენევაში გამართული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების  მერვე კონფერენციის მთავარი მოვლენა ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება იქნება. კონფერენცია 15 დეკემბერს ჟენევაში იხსნება. რუსეთის ეკონომიკური განვითარების  მინისტრის ელვირა ნაბულინას განცხადებით, ყველა საჭირო საბუთს მხარეები ხელს 16 დეკემბერს მოაწერენ.  რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაშიფეადრალური სამინისტროების ის წარმომადგენლები შედიან, რომლებიც ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებულ 18– წლიან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 2011 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას წინააღმდეგობას საქართვლო უწევდა. რუსეთმა და საქართველომ 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების პაკეტს მოაწერეს ხელი. რითაც რუსეთის  მსო–ში გაწევრიანების ბოლო ბარიერი მოიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი