ეკონომიკა

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად იხსნება

12 დეკემბერი, 2011 • 1016
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად იხსნება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დღეს ბრიუსელში ოფიციალურად იხსნება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი სამუშაო შეხვედრა მოლაპარაკებების ფარგლებში 2012 წლის იანვარში ექსპერტების მონაწილეობით გაიმართება. კალანდაძის შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი და არა მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება მიეღო. ამ ფაქტს მივესალმებით და გვიხარია, რომ ეს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას დიდად წაადგება. ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გავა, რაც მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი