ეკონომიკა

“პროგრეს ბანკი” “ქართუ ბანკის” მიმართვას უერთდება

6 დეკემბერი, 2011 • 999
“პროგრეს ბანკი” “ქართუ ბანკის” მიმართვას უერთდება

“საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს პირდაპირი თუ ვერბალური ზემოქმედება საბანკო სექტორის ლიდერზე, „ქართუ ბანკზე“, რომელიც ხორციელდება ეროვნული ბანკის მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “პროგრეს ბანკის” პრეს–სამსახური ავრცელებს.

ამავე განცხადების მიხედვით, „პროგრეს ბანკის“ ხელმძღვანელობა და თანამშრომლები უერთდებიან „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელობის მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი.

“ჩვენი მხრივ დავსძენთ, რომ საბანკო სექტორის ხელოვნურად პარალიზება გამოიწვევს უკუპროცესებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ქართულ ეკონომიკაზე და ასევე ვერ მოხდება სათანადო, დამატებითი ინვესტიციების განხორციელება”, – აცხადებენ “პროგრეს ბანკში”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართუ ბანკის” ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბანკის მიმართ სადამსჯელო ოპერაციების განხორციელება და “საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, ფინანსურ ინსტიტუტს საშუალება მისცეს, კეთილსინდისიერად ემსახუროს ქვეყნის ეკონომიკასა და ქართველ საზოგადოებას.”

კახა კალაძის “პროგრეს ბანკის” 9% 24 ნოემბერს “ქართუ ბანკის” მფლობელმა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა 1 მილიონ  300 ათას ლარად.

 

ამავე თემაზე:

კალაძე საბანკო ტერორის შესახებ საუბრობს

ივანიშვილი კალაძის ბანკის თანამფლობელი ხდება

კალაძის ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი