ეკონომიკა

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 66,9 პროცენტია

1 დეკემბერი, 2011 • 1271
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 66,9 პროცენტია

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების  მოცულობამ 2011 წლის პირველი ნოემბრისათვის 5.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 88.5 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სამეწარმეო სექტორის საწარმოების მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 42.2 მლნ ლარით ანუ 8.1 პროცენტით  და სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ვადიანი დეპოზიტების ზრდას 90.2 მლნ ლარით ანუ 2.9 პროცენტით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 66.9 პროცენტი შეადგინა, რაც 1.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.8 პროცენტია.  ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 73.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 20.2 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი