აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და სხვა ოფიციალური პირები, დღეს გორის რაიონის სოფელ ქერეში საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციo სამუშაოებს მოინახულებენ.
აშშ-ის მთავრობის დახმარებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, შეკეთდება საირიგაციო სისტემა. საირიგაციო სისტემით ისარგებლებს ათი ათას ფერმერზე მეტი, რომელსაც წყლის არასაკმარისი რესურსის გამო მიწების სრულყოფiლი დამუშავება უჭირდა.
ირიგაციის პროექტი ნაწილია აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) $20,6-მილიონიანი პროექტისა, რომლის მიზანია 2008 წლiს კონფლიქტისა დაეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და განვითარება.
პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის საშუალებით. საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს სოფლად და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ზრდას. ეს დახმარება აშშ-ის მთავრობის მიერ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარის ნაწილია.