ეკონომიკა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო იყიდება

24 ნოემბერი, 2011 •
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  შპს “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-ან წილს ყიდის. სამინისტროს ინფორმაციით, ლუბლიანას №5-ში მდებარე საავადმყოფოს საწყისი გასაყიდი ფასი 1 700 000 ლარია.

ობიექტს 70 207 ლარის ოდენობის დებიტორული და 826 498 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.

აუქციონის პირობების მიხედვით, საავადმყოფოს ახალი მფლობელი ვალდებულია, ობიექტს პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს, ასევე, სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების), სულ მცირე, ერთი თვის ვადით დასაქმება და დასაქმების მომენტისთვის მათი პოზიციებისა და ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნება წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით უზრუნველყოს. ელექტრონული აუქციონი www.eauction.ge-ზე დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი