ეკონომიკა

რა გავლენას მოახდენს ევროზონის კრიზისი საქართველოზე

10 ნოემბერი, 2011 • 1128
რა გავლენას მოახდენს ევროზონის კრიზისი საქართველოზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის 4-პროცენტიანი მაჩვენებელი აღირიცხება.

ედუარდ გარდნერმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის ასეთივე მაჩვენებელი 2012 წელსაც შენარჩუნდება. თუმცა მან აქვე ისიც შენიშნა, რომ სხვადასხვა ეკონომიკური შოკის გათვალსიწინებით, არსებობს 10-პროცენტიანი ვარაუდიც, რომ ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 2 პროცენტზე ნაკლებიც კი იყოს.

ედვარდ გარდნერის შეაფსებით, ევროზონის კრიზისის გავლენა საქართველოზე შესაძლოა სამი არხით მოხდეს:

„პირველი არის სავაჭრო არხები. მეორეა  უცხოეთის ბაზრები და მათი საქართველოზე არსებული გავლენა. კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც შემოდის საქართველოში. თუ ინვესტორები გადაწყვეტენ, რომ რისკიანი ინვესტიციების განხორციელება ამ ეტაპზე არ ღირს, მაშინ გავლენა შესაბამისი იქნება. ზეგავლენის მესამე არხია გადმორიცხვები. უმეტესწილად საქართველოში გადმორიცხევბი მომდინარეობს რუსეთიდან და საებრძნეთიდან. რუსეთში მდგომარეობა გაუმჯობესდა და საქართველოს ეკონომიკისთვის ეს პოზიტიური ფაქტორია, რადგან  გაიზრდება გადმორიცხვები რუსეთიდან საქართველოში, თუმცა საებრძნეთში მდგომარეობა ჯერ კიდევ დამძიმებულია,“– ამბობს გარდნერი.

თსუ–ს პროფესორის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ევროზონიდან საქართველოში რეცესიის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, მაგრამ თუ პროცესები დრამატულად განვითარდება, გავლენა ეკონომიკაზე უფრო სიღრმისეული იქნება, ვიდრე – 2008 წელს.

„ჩვენ ამ კუთხით სერიოზული გაკვეთილი მივიღეთ 2008 წელს. ეკონომიკაზე იმოქმედა რუსეთ–საქართველოს ომმა. ამ დროს მოხდა საბანკო აქტივების მილიარდ 30– მილიონიანი ვარდნა. ამ სექტორმა განიცადა 215 მილიონი ლარის ზარალი. მომდევნო, 2009 წელს საბანკო სისტემამ  85 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. სიტუაცია გააჯანსაღა იმანაც, რომ ქვეყანამ მიიღო 4 მილიარდი დოლარის  საგარეო დახმარებები, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან და უკვე მეორე წელია საბანკო სექტორი პოზიტიურად იზრდება,“– ამბობს კოვზანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი