ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია 6–7 პროცენტამდე შემცირდება

28 ოქტომბერი, 2011 • 985
ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია 6–7 პროცენტამდე შემცირდება

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე  2011 წელს ინფლაციის შემცირებას 6–7 პროცენტამდე პროგნოზირებს. ეს განცხადება მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე გააკეთა.

„საქართველოში ინფლაციას გარე და შიდა  ფაქტორები განაპირობებს. გარე ფაქტორები ყველაზე მწვავაედ 2008 წელს შეგვეხო. ამ წელს გაძვირდა საკვები პროდუქტები და მოხდა  მსოფლიო ფინანასური კრიზისი. ჩვენ ვართ ღია და მცირე ეკონომიკის ქვეყანა. 100 პროცენტით რომ ვიყოთ დაცული, მაშინ ბაზარი უნდა ჩავკეტოთ. საქართველოს ეკონომიკა იმპორტზეა დამოკიდებული. სურსათის და ენერგომატარებლების იმპორტი მაღალია, რაც ინფლაციას განაპირობებს,“–  განაცხადა გვინდაძემ.

გვინდაძის თქმთ, 2011 წელს ინფლაციის ზრდის ტემპი არ არის საგანგაშო. 2011 წელს წლიური ინფლაციის მასვენებელი 6–7 პროცენტი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი