ეკონომიკა

მიკროკრედიტების ბაზარზე კომპანია „მინიკრედიტი“ შემოდის

28 ოქტომბერი, 2011 • 1258
მიკროკრედიტების ბაზარზე  კომპანია „მინიკრედიტი“ შემოდის

ქართულ მიკროსაკრედიტო ინდუსტრიაში ახალი არასტანდარტული მოთამაშე  შემოდის. კომპანია ”მინიკრედიტი” აქტიურად მოღვაწეობს ესტონეთში, ლიტვაში და პოლონეთში, ახლა კი ის საქართველოს ბაზარზეც  დაიწყებს ოპერირებას.

“მინიკრედიტი” ქართულ მიკროსაკრედიტო ინდუსტრიას დაკრედიტების ინოვაციურ მეთოდს შესთავაზებს. თქვენი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს სესხი, როგორ შეიძლება მისი აღება და იმაზეც კი, თუ რისთვისაა რეკომენდირებული მისი გამოყენება”, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი კობიაშვილი.

“მინიკრედიტის” დამფუძნებლები არიან ორგანიზაციიები: “აბ კაპიტუმ” ესტონეთიდან და “ბი.აი.ჯი ჰოლდინგი” საქართველოდან.  “მინიკრედიტი” მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც გასცემს ინდივიდუალურ სესხებს. მისი მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო სერვისის მიწოდებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი