ეკონომიკა

საქართველოს სავაჭრო დეფიციტი 37 პროცენტით გაიზარდა

25 ოქტომბერი, 2011 • 1077
საქართველოს სავაჭრო დეფიციტი  37 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6481 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1552 მლნ. აშშ დოლარი იყო (42 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 4929 მლნ. აშშ დოლარი (38 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-სექტემბერში 3377 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (37 პროცენტით მეტი).

2011 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავში­რის ქვეყნებთან 1686 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 262 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1424 მლნ. აშშ დოლარი (39 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორი,ს ექსპორტში 17 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი. (2010 წლის იანვარ-სექტემბერში – შესაბამისად 26, 19 და 29 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2010 წლის  იანვარ-სექტემბერში ასევე _ 33 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წლის იანვარ-სექტემბერში 2148 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2010 წლის იანვარ–სექტემბერსთან შედარებით 42 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტმა 747 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (68 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა – 1400 მლნ. აშშ დოლარს (31 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში 48 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. (2010 წლის იანვარ-სექტემბერში  – შესაბამისად 33, 40 და 30 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2010 წლის იანვარ-სექტემბერში – 25 პროცენტი).

2011 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი (1063 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (713 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (613 მლნ. აშშ დოლარი) რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი